შსს-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი საამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ე.წ კანონიერი ქურდი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კანონიერი ქურდობის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბაჩუკი ფ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბაჩუკი ფ. ბოლო 15 წელი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია კანონიერ ქურდად. დაკავებული კანონიერ ქურდობას აღიარებს.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე “უხუცესი კანონიერი ქურდის”, 50 წლის ბაჩუკი ფაჩულიას დეპორტაცია მოახდინა, რომელიც კრიმინალურ წრეებში ცნობილია როგორც “ბაჩუკი ფოთსკი”. როგორც “რია ნოვოსტი” წერს, “ბაჩუკი ფოთსკის” დეპორტაცია, ვლადიმირის ოლქის კოლონიიდან გათავისუფლებისთანავე მოხდა.

დეპორტაციის ძირითად მოტივად რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განკარგულება გახდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაჩუკი ფაჩულიას ყოფნა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არასასურველია. ე.წ. კანონიერი ქურდი საქართველოში მოსკოვის აეროპორტიდან გამოამგზავრეს.

banner
წინა სტატიაშიპირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნებისთვის ჟურნალისტი 115 მილიონით დააჯარიმეს
შემდეგი სტატიატრეფიკინგში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა