შსს-მ სოფელ ზვარეში მომხდართან დაკავშირებით ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ზვარეში მომხდარ ცემის ფაქტზე ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძებო ღონისძიებების შედეგად, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამი მოქალაქე: 1983 წ. დაბადებული ჭ. ლ., 1983 წელს დაბადებული ჩ.ჟ და 1984 წელს დაბადებული ჰ.ჩ დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს 4 მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით).

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა სცემეს. ზვარეში ინციდენტისას დაშავებული ოთხი მუშა ზესტაფონის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიკადიროვი: ჩეჩნებთან რუსული სტანდარტის გამოყენება უცნაურია
შემდეგი სტატიააღმაშენებლის გამზირზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა