შსს-მ სხვისი ნივთის მითვისებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვისი ნივთის მითვისებისთვის ძებნილი, 1991 წელს დაბადებული 25 წლის მამაკაცი დააკავა.

გამოძიების ოინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, პეკინის გამზირზე ბინა იქირავა, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები – მაცივარი, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, შემდეგ ლომბარდში ჩააბარა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა მასზე ძებნა გამოაცხადეს. პოლიციამ ძებნილი სენაკში დააკავა. ნაქირავები ბინიდან წაღებული სამივე ნივთი ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

banner
წინა სტატიაშიპანკისში ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მექსიკის კონგრესის დელეგაციას შეხვდა