შსს-მ სიღნაღის რაიონში უკანონო იარაღი ამოიღო

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ძმები: 1972 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჩ. და 1972 წელს დაბადებული კახაბერ ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში, დაკავებულების კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ა-კა 74“-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი და 14 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში, დაკავებულების საცხოვრებელი სახლიდან ასევე ამოღებულია „იჟ 56“-ის მოდელის
ორლულიანი კომბინირებული თოფი და 16 საბრძოლო ვაზნა. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი ვარგისია სროლისთვის. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

banner
წინა სტატიაში“ვერანაირი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობადი სახეები ვერ იხსნის ქართულ ოცნებას 8 ოქტომბერს მოსალოდნელი კრახისაგან”
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთში დაკარგული გერმანიის მოქალაქის ოჯახი უბედური შემთხვევის ვერსიას გამორიცხავს