შსს-მ შენობის დაზიანების ფაქტზე 2 პირი ამხილა

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე 2 პირი: 1999 წელს დაბადებული გ.ჯ. და 2000 წელს დაბადებული ლ.მ. ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, ღამით, აღნიშნულმა პირებმა ქვის სროლის შედეგად დააზიანეს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში, ერთ-ერთ შენობაზე განთავსებული ბანერი და ჩაამტვრიეს მინა.

მხილებული პირები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

აქვე კიდევ ერთხელ კატეგორიულად უარვყოფთ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სოფელ ბახვში პოლიციის მოქმედი შენობა გაიქურდა. აღსანიშნავია, რომ ქურდობის ფაქტი საერთოდ არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება აღნიშნულ შენობას, იგი ამჟამად შსს-ს ბალანსზე იმყოფება და არ ფუნქციონირებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: მჯერა, დავიწყებთ მოლაპარაკებას აფხაზებთან, ოსებთან და გავამთლიანებთ ჩვენს დაჩეხილ სხეულს
შემდეგი სტატიაიან კელი: არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ის ქართველი ახალგაზრდა მამაკაცები და ქალები, რომლებმაც თავი გაწირეს აფხაზეთში