შსს-მ სენაკში უკანონო იარაღი ამოიღო

შსს-ს თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბაადურ ც. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით სენაკში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ATMACA-2004-LIGT“-ის მოდელის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2016 წლის 23 მარტს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 2 საბრძოლო ვაზნა ბაადურ ც-ს დეიდის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

banner
წინა სტატიაშიიაპონიაში მომხდარ მიწისძვრას 9 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით – დაშავდა
შემდეგი სტატიასაბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება