შსს-მ სენაკის რაიონში ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გ.ა. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სენაკის რაიონის სოფელ ქვალონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს დანის მუქარით მისი კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომობილი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. გ.ა. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით).

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო