შსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1999 წელს დაბადებული ედიკა ბ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით სენაკში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ლულაგადაჭრილი სანადირო თოფი, ე.წ. „აბრეზი“ ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

banner
წინა სტატიაშითურქულ-ქართული სკანდალი …
შემდეგი სტატიაშსს-მ ინტერპოლით ძებნილის ექსტრადიცია განახორციელა