შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 76 წლის ქალბატონი გადაარჩინეს

შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 13 პირი
გამოავლინეს, ხოლო ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი
საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 4 პირი
ამხილეს.

სამართალდამცველებმა, ბორჯომის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის და
ნინოწმინდის რაიონში, მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული
ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, ხოლო გამოვლენილი
არალიცენზირებული სახერხი საამქროები დალუქეს.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა ფაქტზე მიმდინარეობს
(საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1 ნაწილით).

banner
წინა სტატიაშიუკრაინის გენპროკურორის თქმით, სააკაშვილს არც დაპატიმრება და არც ექსტრადირება ემუქრება
შემდეგი სტატიადავით უთმელიძე ბუდაპეშტის ქუჩის ამომრჩეველს შეხვდა