შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული მირიან მ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ბათუმში, თავის მფლობელობაში არსებულ სასტუმროში ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა. სამართალდამცველებმა სასტუმროს მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში2008 წლის ომზე დაწყებულ გამოძიებას ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის ლიდერი ეჭვქვეშ აყენებს
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული