შსს-მ პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1977 წელს დაბადებული რიტა ბ. და 1968 წელს დაბადებული ვუკარ კ. თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები 21 თებერვალს ისანი-სამგორის სამმართველოს ფონიჭალის პოლიციის განყოფილებაში შეიჭრნენ და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მიუხედავად სამართალდამცველების მხრიდან არაერთგზის კანონიერი მოთხოვნისა, დაეტოვებინათ შენობა და შეეწყვიტათ თავიანთი უკანონო ქმედება, ისინი პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და პოლიციის თანამშრომლებს საქმიანობაში ხელს უშლიდნენ.

გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და პოლიციელთათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” ზუგდიდში პარტიის თავმჯდომარეს ირჩევს
შემდეგი სტატია,,25 წელია გვიწევს ბრძოლა, რომ გავაერთიანოთ, გავამთლიანოთ და დამოუკიდებლობა შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას”