შსს-მ პარიზის ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო
ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი
განყოფილების საკონტროლო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“-ს თანამშრომლებმა,
ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლისას
პარიზის ინტერპოლის მიერ 2014 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1970წ. დაბადებული აზიზ მ. დააკავეს. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

აზიზ მ.-ს ბრალი ედება საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის 221-6,
223-6 და 434-10 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც
გულისხმობს: კანონის საფუძველზე ან რეგლამენტით მიღებული უსაფრთხოების
დაცვის ნორმების აშკარა დარღვევით გაუფრთხილებლობით მკვლელობას, გემის
კაპიტნის გაქცევისა და განსაცდელში მყოფთათვის დახმარების არაღმოჩენის
ფაქტს.

აზიზ მ.-ს მიმართ ამჟამად კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო
პროცედურები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრი მარიამობას ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეხვდა
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის შესახებ გოგა ხაინდრავას ფილმის პრემიერა 6 სექტემბერს გაიმართება