შსს-მ ოზურგეთში ქურდობის ფაქტი აღკვეთა

შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოზურგეთში მცხოვრები ძმები – 1987 და 1997 წელს დაბადებული ნოდარ თ და თორნიკე თ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნოდარ თ. ოზურგეთში, ჭანტურიას ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა და ძმასთან – თორნიკე თ-სთან ერთად ფულის წაღებას აპირებდა. ძმებმა დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. მათი პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ე.წ. „ზუბილა“, სახრახნისი და ტყავის ხელთათმანები.

გამოძიება ქურდობის მცდელობის და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდქსის 19-177-ე მუხლით და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიინტერპარტიული ჯგუფი გარდაბნის გამგებლის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს
შემდეგი სტატიათბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვებია