შსს-მ ნონა წოწორიას ძმის სახლიდან პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღო

საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ წოწორიას ბინაში ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე  ჩატარდა. როგორც “თაიმერს” შსს-ში განუცხადეს ჩხრეკას ესწრებოდა ადვოკატიც.

“ბინის ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა. ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები. დაინიშნება ექსპერტიზები. გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლით მიმდინარეობს”,- აცხადებენ შსს-ში.

ოთარ წოწორია სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმაა.

banner
წინა სტატიაშიმორიგი სკანდალი-ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი უკრაინაში ისევ დააკავეს
შემდეგი სტატიაჯაშუშობისათვის გასამართლებული მამაკაცი ციხიდან ქალი გამოვიდა