შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვუგარ გ. მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 1,8 გრ ტრამადოლის შემცველი 12 აბი და 7,9973 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 4,5466 გრ ჰეროინს შეიცავს.

ნარკოლოგიური შემოწმებისას დადგინდა, რომ დაკავებული ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდღეს პატრიარქის აღსაყდრებიდან 38 წელი სრულდება
შემდეგი სტატიაბეჟან გუნავა და ირაკლი კაკაბაძე დააკავეს