შსს–მ ნარკოდანაშაული გახსნა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა.

პოლიციამ 1990 წელს დაბადებული გიორგი მ. და 1987 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ალბინა ს. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ორივე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 97 აბი (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) ეგრეთ წოდებული ექსტაზი ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმებით ალბინა ს–ს ნარკოტიკული საშუალება ექსტაზის, ამფეტამინის და მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე ადასტურებს, რომ ე.წ. “კოკაინის საქმეზე” დაკავებულების შეწყალებას ითხოვდა
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა