შსს-მ მესტიაში უკანონო იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, მესტიაში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდი და 22 ვაზნა ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში(video) მიხეილ სააკაშვილმა “112”-ის პირდაპირ ეთერში ნარკოტესტი ჩაიტარა
შემდეგი სტატიაპარლამენტი დღეს მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს