შსს-მ ლარსის გამშვებ პუნქტზე საზღვრის კვეთის უფლება ბაიკერთა ამ ჯგუფის კიდევ სამ წევრს არ მისცა

“სოციალურ ქსელში ე.წ. „ღამის მგლებთან“ დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, გაცნობებთ, რომ 3 მაისს ბაიკერების – ე.წ. „ღამის მგლების“ 50-იან კაციან ჯგუფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთაზე უარი ეთქვათ. შსს კვლავ ინარჩუნებს აღნიშნულ პოზიციას- ვფიქრობ, მკაფიო და ნათელი გზავნილია…

P.S. სულ ცოტა ხნის წინ შსს-მ ლარსის გამშვებ პუნქტზე საზღვრის კვეთის უფლება ბაიკერთა ამ ჯგუფის კიდევ სამ წევრს არ მისცა”-წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშითბილისში “ღამის მგლები” არაყიშვილის ქუჩაზე დააფიქსირეს
შემდეგი სტატიაარჩილ ხაბაძე 5 მილიონი ლარის მითვისების საქმეზე კომენტარს არ აკეთებს