შსს-მ ჯავახიშვილის ქუჩაზე მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (108-ე – განზრახ მკვლელობა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) დაიწყო-აცხადებენ  შინაგან საქმეთა სამინისტროში

უწყების ცნობით, ამ დროისათვის, ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, 26 წლის მამაკაცს მრავლობითი ჭრილობა საკუთარ ავტომობილში მიაყენეს. ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრები იყო. მათივე თქმით, ავტომობილს, რომელსაც მამაკაცი მართავდა, სხვა ავტომობილმა გზა გადაუჭრა, საიდანაც ცეცხლი გახსნეს. სავარაუდოდ, მამაკაცს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული

 

banner
წინა სტატიაშიჯავახიშვილის ქუჩაზე, მანქანა დაცხრილეს, ხოლო მამაკაცი დანით დაჭრეს
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაიამ დევნილ ქალბატონს 100 წლის იუბილე მიულოცა