შსს-მ ინტერპოლით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველო-თურქეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთის თურქეთის მოქალაქე თბილისში დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული წარსული მრავალჯერ არის ნასამართლევი.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის მიერ გაყალბებული პირადობის მოწმობით, საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა. 2007 წლიდან თურქეთში, ხოლო 2017 წლის 22 აგვისტოდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულისთვის: ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის ჩამოყალიბება და მისი ხელმძღვანელობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ძარცვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით იარაღის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით დაუფლება და ტარება.

banner
წინა სტატიაშითემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
შემდეგი სტატიასასულიერო პირები ნარკოპოლიტიკაზე მსჯელობაში მათ ჩართვას ითხოვენ