შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი რუსეთის მოქალაქე დააკავა

უკრაინაში ქართველი მიგრანტები დააკავეს

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო
სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (თბილისის აეროპორტი) თანამშრომლებმა,
ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისიდან მოსკოვის
მიმართულებით გასვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ 18.05.2011 წლიდან
საერთაშორისო დონეზე ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1986 წელს
დაბადებული ტატიანა პ. დააკავეს.

ტატიანა პ.-ს ბრალი ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ჯგუფის მიერ ჩადენილ
თაღლითობას გულისხმობს.

ამ დროისთვის ტატიანა პ.-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული
წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის სხდომა თურქი ხალხისადმი სამძიმრით დაიწყო
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი:რაც ვნახე კადრები, კატასტროფული მდოგმარეობაა