შსს-მ იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე დააკავა

52496137წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე შსს-მ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა და ასევე სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ზურაბ.ჭ დააკავეს.

ამის სესახებ განცხადება შსს-ში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ გააკეთა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კაჭარავამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მოწმის სახით დაბარებულ მოქალაქეს უსაფრთხოების და ხეშეუხებლობის გარანტად ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული მისი ახლობისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.

banner
წინა სტატიაშიბუნებრივი აირის სუნი თბილისში – შესაძლოა, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს
შემდეგი სტატიასტურუას საქმის შემდეგ სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლაზე კიდევ ერთი ოჯახი ალაპარაკდა