შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ალექსანდრე გ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 9,8928 გრ კანაფის ფისი და 186 აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 22,3744 გრ ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით ალექსანდრე გ-ს ამფეტამინის, მეტამფეტამინის და მდმს-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის) მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიაჟენევაში მორიგი შეხვედრა გაიმართება