შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილება განხორციელდა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო
ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს და თბილისის საპატრულო პოლიციის
მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული რომან ბ.
და 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ფუად ა. განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით
თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ფუად ა-ს პირადი ჩხრეკისას 9,0015 გრ, ხოლო რომან ბ-ს
პირადი ჩხრეკისას 18,8555 გრ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის
მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაშითურქეთის ახალი მთავრობა და აფხაზთა შესაძლო პრობლემები…
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფო და გამოწვევები საქართველოში”-გრასი კვლევის პრეზენტაციას გამართავს