შსს-მ ე.წ. „ბიოს“ რეალიზატორი და მომხმარებელი დააკავა

შსს-ს თანამშრომლებმა, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე თურქეთის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ოზგურ კ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

უწყების განმარტებით, ასევე დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ბესიკ ჯ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით.

სამართალდამცველებმა, ბესიკ ჯ-ს პირადი ჩხრეკისას, ერთ შეკვრად დაფასოებული, 0,716 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ე.წ. „ბიო“ ამოიღეს.

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ფსიქოაქტიური ნივთიერება ბრალდებულმა თურქეთის მოქალაქე ოზგურ კ-სგან შეიძინა. სამართალდამცველებმა ოზგურ კ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის სალონის ჩხრეკისას და ასევე ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან 98 გრ ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით, ოზგურ კ-ს ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება მიმდინარეობს ოზგურ კ-ს მიმართ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, ხოლო ბესიკ ჯ-ს მიმართ – ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

banner
წინა სტატიაშირუსკა მაყაშვილი სანდრო ნიჟარაძეზე დაქორწინდა (+ფოტოები)
შემდეგი სტატიათინა კანდელაკი საიდუმლოდ გათხოვდა?!