შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და უკანონო იარაღი ამოიღო

შსს-ს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული გ. გ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და 90 საბრძოლო ვაზნა, ასევე, ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი და მეტამფეტამინი ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს 15 აგვისტოს დაასახელებს
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” დღეს თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს