შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

მძღოლის გარდა მანქანაში იმოყფებოდა ორი მგზავრი .

შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული გიორგი დ. დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში
დააკავეს. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 19,096 გრ ჰეროინი და
0,45 გრ მეტადონის მარილი ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის
ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაშიგალის საგანგებო შეხვედრა დაიწყო-ქართული მხარე გალის ტერიტორიაზე იმყოფება
შემდეგი სტატიამიგულეთ თქვენს თანამებრძოლად ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში – პრეზიდენტი ქართულ დიასპორას მიმართავს