შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო
ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და თბილისის საპატრულო
პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1971 წელს
დაბადებული ვალერიან ა. თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 62 აბი და 16 ნატეხი
ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“, 7 კაფსულა
მეტადონის მარილი და კანაფის ფისის შემცველი 1,1882 გრამი ნარკოტიკი
ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმებით, ვალერიან ა.-ს ბუპრენორფინის და
ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის
მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა მინისტრი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს ხვდება
შემდეგი სტატიაპრემიერმა სამთო–სათხილამურო კურორტების პოტენციალი და სათხილამურო სპორტის განვითარების პერსპექტივები განიხილა