შსს-მ დანაშაულის პრევენციის მიზნით დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ძალისხმევას არ იშურებს, რათა მოახდინოს დანაშაულის პრევენცია და მისი აღკვეთა. ეს დასტურდება, ჩვენს მიერ, დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებით, რაც შეიძლება გამხდარიყო დანაშაულის ჩადენის წინაპირობა.

სამართალდამცველებმა კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში და თბილისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს: 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 7 პისტოლეტი, 125 ცალი საბრძოლო ვაზნა და 5 მჭიდი.

ყველა ჩამოთვლილ საქმეზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. ჩადენილი დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამცხე-ჯავახეთში კი მოქალაქეებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს. სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა მოდელის 3 პისტოლეტი, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, სხვადასხვა ტიპის 17 ხელყუმბარა, სხვადასხვა სახის იარაღისთვის განკუთვნილი 344 ვაზნა, 2 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და 2 დეტონატორი. აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინიტრომ 14 ოჯახში მოძალადე დააკავა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა