შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი კ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა გიორგი კ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ხოლო 1973 წელს დაბადებული, ასევე წარსულში ნასამართლევი ავთანდილ კ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, ბაგებში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, გიორგი კ-ს პირადი ჩხრეკისას, „გირსანის“ მოდელის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 15 საბრძოლო ვაზნა, ხოლო ავთანდილ კ-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას – „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავეს
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა