შსს-მ არასრულწლოვან სამირა ბაირამოვას გატაცებაში ბრალდებული პირი დააკავა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული ელჩინ ი. თბილისში დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, ფონიჭალაში მცხოვრებ 1998 წელს დაბადებულ სამირა ბ-ს თავისუფლება აღუკვეთა. ელჩინ ი-ს თანამზრახველების დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით).

banner
წინა სტატიაშისაქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ინტერვიუ
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია