შსს-მ 104 შეკვრა ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული პაატა ც. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 104 შეკვრად დაფასოებული 20,9625 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 3,312 გრ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებისას პაატა ც-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაშიმორიგი გატაცების ფაქტი ოკუპირებული ტერიტორიიდან
შემდეგი სტატიასაპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება