შსს-ევაკუატორიდან მანქანა არ გადმოვარდნილა-იყო ავარია

“სითი პარკს” თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ევაკუატორიდან მანქანა გადმოუვარდა” – ასეთი სათაურით ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. აღნიშნულ ინფორმაციას  “სითი პარკი” უარყოფს. როგორც კომპანიაში აცხადებენ ეს შსს–ს ევაკუატორი იყო და არა “სითი პარკის”.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ავტომობილის ევაკუატორიდან გადმოვარდნის ფაქტი უარყვეს და განმარტეს, რომ რეალურად ფოტო ამობრუნებული ავტომობილის გადაყვანის დროსაა გადაღებული.

“ევაკუატორიდან მანქანა არ გადმოვარდნილა. იყო ავარია და ჩვენმა ევაკუატორმა შეჯახების დროს გადმობრუნებული ავტომობილი გადაიყვანა. სამწუხაროდ, ტყუილის ტირაჟირება ხდება”, – აცხადებენ შსს–ში.

banner
წინა სტატიაშიაქ თქვენთვის სწავლა უფასო იქნება, დასაქმება კი გარანტირებული
შემდეგი სტატიამდინარე ხობისწყალზე სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა