შსს დოდო გუგეშაშვილის საცხოვრებელ ბინაში გადაღებულ რამდენიმე ფოტოს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დოდო გუგეშაშვილის საცხოვრებელ ბინაში გადაღებულ რამდენიმე ფოტოს ავრცელებს. ფოტოების მიხედვით, დოდო გუგეშაშვილს სავარაუდოდ, სამზარეულოში ესროლეს.
არსებული ინფორმაციით, საძინებელში განახორციელეს გასროლა მისი შვილის მისამართით.

როგორც ცნობილია, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს, მათსავე საცხოვრებელ ბინაში დღეს დილით თავს დაესხნენ. დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი კი მოკლეს.

 

banner
წინა სტატიაშიბაბუის მკვლელობაში ბრალდებულ შვილიშვილს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს