შსს დავით კირკიტაძის ძმის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შსს დავით კირკიტაძის ძმის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ირაკლი კირკიტაძე ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, დიღმის მასივის მე-5 კვარტალში, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს და თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება”, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე განმარტებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმესტიის მიმართულებით მოძრაობა აღდგენილია
შემდეგი სტატიაპუტინმა ფხენიანის განცხადებაზე შეშფოთება გამოხადა და სპეციალურ სამსახურებს დაავალა ინფორმაცია გადაამოწმონ