შსს არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს ფოთში ბათუმის რაგბის გუნდის მსაჯი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ფოთში, რაგბის სტადიონზე მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ჩხუბის დროს ბათუმის გუნდის მსაჯი, 21 წლის ნიკო ამაშუკელი დაჭრეს.
როგორც შსსში აცხადებენ, ამაშუკელმა ფეხი წაქცევის შედეგად დაიზიანა და შესაბამისად, ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.

თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისისა და ბათუმის გუნდებს შორის მატჩის დარსულების შემდეგ ინციდენტი მოხდა. თბილისის “არმიის” დამარცხების შემდეგ თბილისელთა გუნდის მენეჯერმა ნიკო ამაშუკელი დაჭრა. ასევე არსებული ინფორმაციით, ნიკო ამაშუკელი ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ აღმოაჩნდა. ამასთან, ადგილზე მისულ ჟურნალისტებს ინფორმაცია არავინ დაუდასტურა.

banner
წინა სტატიაშიბაგა-ბაღების ფალსიფიცირებული რძის ნაწარმით მომარაგების ფაქტზე რამდენიმე საწარმოს თანამშრომლები პასუხისგებაში მისცეს
შემდეგი სტატია“რესპუბლიკელები” 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე მსჯელობის შედეგებს მედიას გააცნობენ