შსს 100 წლისაა – პოლიციელის დღე

შსს დღეს პოლიციელის პროფესიულ დღეს და სამინისტროს დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. უწყების ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიება 17:00 საათზე, ლისის ტბაზე გაიმართება.
ღონისძიებას ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ლისის ტბის ტერიტორიაზე სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის სპეცტექნიკას და აღჭურვილობას წარმოადგენს.
ღონისძიება კონცერტით დასრულდება.

banner
წინა სტატიაშისამხედრო საჰაერო თავდაცვის დღე ალექსეევკას სამხედრო ბაზაზე აღინიშნა
შემდეგი სტატიასტიქიამ ქედის რაიონში სოფლები დააზიანა