შშმ ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ

შშმ ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2017 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა შშმ პირებისთვის სააყოველთაო დაზღვევის სპეციალური პაკეტი, რომელიც დამატებით სერვისებს მოიცავს.

მშობლების განცხადებით, შშმ პირები ამ პაკეტით ვერ სარგებლობენ და სამედიცინო დაწესებულებებში მათ გამოკვლევების სანაცვლოდ თანხას სთხოვენ. აქციის მონაწილეები ჯანდაცვის სამინისტროდან ოფიციალურ განმარტებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიწინასაარჩევნო გარემოს შესახებ ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაგერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელწიფო მინისტრი – საქართველო სწორი მიმართულებით მიდის