შს მინისტრმა თურქეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, საქართველოში 4 წლიანი დიპლომატიური სამსახურის დასასრულს, გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია.

თურქეთის ელჩს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შეხვდა.

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში, ტყის ხანძრებთან ბრძოლის დროს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული დახმარებისთვის.

თავის მხრივ, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ მაღალი შეფასება მისცა იმ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებს, რომელიც საქართველოსა და თურქეთის სამართლდამცავ სტრუქტურებს შორის არსებობს.

საქართველოს შს მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

banner
წინა სტატიაში23-ე ბატალიონი ავღანეთიდან საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა
შემდეგი სტატიაარ მაქვს პოლიტიკური გეგმები და ამბიციები – სერგეენკო საპრეზიდენტო კანდიდატობაზე