შს მინისტრი “ბირჟა მაფიას” კლიპზე: ეს არ არის კონკრეტული პოლიციელის გაშარჟება, ეს არის მთელი სისტემის დაკნინების მცდელობა

“გულწრფელად გეტყვით, რომ ნამდვილად არ მქონდა ნანახი ეს კლიპი. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით იმასაც, რო არავითარ შემთხვევაში მათი დაკავება არ უკავშირდება მათ ნამუშევარს, და არ შეიძლება რომ შური იძიოს ვინმემ მითუმეტეს ამ ფორმით და მითუმეტეს პოლიციელებმა. მე ეს კლიპი ვნახე მხოლოდ მათი დაკავების შემდეგ, მან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ეს არ არის კონკრეტული პოლიციელის გაშარჟება, ეს არის მთელი სისტემის დაკნინების მცდელობა, უბრალოდ სირცხვილია მსგავსი კლიპების გადაღება, მაშინ როდესაც დღეს და ღამეს ასწორებენ პოლიციელები ჩვენი ოჯხების, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის, მაშინ როდესაც მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დევს სასწორზე და არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც ჩვენი პოლიციელები ემსხვერპლნენ ამ უსაფრთხოების შენარჩუნებას… ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ 24 საათის განმავლობაში და შესაბამისად, შეიძლება შეცდომებიც მოგვდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აქვს უფლება პოლიციელი დააჩოქოს, ყელზე ბაწარგამობმული ატაროს და პირში ძვალი ჩასჩაროს. ვერანაირ კრიტიკს ვერ უძლებს. მე სასტიკად არ მომეწონა ეს კლიპი, კიდევ ერთხელ განვმარტავ და ვიტყვი, რომ იმ ქვეყანას, სადაც პოლიციელს და ჯარისკაცს პატივს არ სცემენ, მომავალი არ აქვს, – განაცხადა  შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „ბირჟა მაფიის“ კლიპზე საუბრისას „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. 

banner
წინა სტატიაშირას პასუხობს შს მინისტრი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას
შემდეგი სტატიაფოთის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად ბაზრობის ნახევარზე მეტი ტერიტორია დამწვარია