შს მინისტრი თავს კარგად გრძნობს – პრესსამსახური გიორგი მღებრიშვილის ავადმყოფობას უარყოფს

ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შს მინისტი გიოგრგი მღებრიშვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების გამო, სავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა „თაიმერს“ შსს-ს პრესსამსახურში აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ მინისტრი სამინისტროშია, თავს კარგად გრძნობს და ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

აქვე, შეგახსენებთ, რომ YouTube-ს ბლოგმა Страна.ua-მ გუშინ გაავრცელა აუდიომასალა, სადაც რუსი პრანკერის, ,,ლექსუსის“ საუბარია ჩაწერილი შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან. გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, შს-ს ხელმძღვანელი მღებრიშვილი უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვთან (სინამდვილეში, პრანკერი ლექსუსი – რედ.) საუბარში უარს აცხადებს, რომ უკრაინამ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააპატიმროს და საქართველოს გადმოსცენ. ის ასევე, ახსენებს უკრაინის პრეზიდენტის პეტრ პოროშენკოსა და საქართველოს პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის მოლაპარაკებას სააკაშვილთან დაკავშირებით, სადაც ქართული მხარე სააკაშვილის გადმოცემაზე, დესტაბილიზაციის შიშით, უარს აცხადებს.

აღნიშნულ ფაქტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური გამოეხმაურა:

” მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან. საერთოდ, იმის დაშვებაც კი, რომ 2 ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია”- განუცხადეს “თაიმერს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში

banner
წინა სტატიაშიშსს პრესსამსახური:მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა
შემდეგი სტატიაპრანკერი შსს პრესსამსახურის განცხადებას პასუხობს