შს მინისტრი მზად არის “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრებს დღესვე შეხვდეს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მზად არის “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წარმომადგენლებთან ერთად დაჯდეს და პარასკევს, ღამის კლუბებში სპეცოპერაციის შესახებ მათთან ერთად ისაუბროს. ამის შესახებ შს მინისტრმა”იმედის კვირასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

“მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ახლა, ამ წუთებში შეკრებილნი არიან რუსთაველის გამზირზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პოლიცია გუშინ და დღეს მაქსიმუმს აკეთებს მაქსიმუმს, რათა დაიცვას უსაფრთხოება და ჩვენი თანამოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება და რა თქმა უნდა, პოლიცია ყველაფერს გააკეთებს, რათა დაიცვას მათი უსაფრთხოება.

თუ პარასკევის ღონისძიებაზე არსებობს რაიმე სახის შეკითხვები, მე პირადად მზად ვარ, ვიყო აქციის ორგანიზატორებთან ერთად ამ ტერიტორიაზე (შსს-ში), დავსხდეთ და ყველა კითხვას აბსოლუტურად ღიად და გულწფერლად გავცეთ პასუხი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის როგორც გამოხატვის უფლება, ასევე უსაფრთხოება”, – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაში“წმინდა წყლის დამაშინებელი აქცია” – სააკაშვილი 12 მაისის სპეცოპერაციას აფასებს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია თეთრი ხმაურის მოძრაობასთან შესახვედრად მივიდა