შს მინისტი: ზუგდიდს “მაყურებელი” ჰყავსო და ვინ უყურებს ამ ზუგდიდს?

,,ფლობთ თუ არა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზუგდიდში „ტყის ძმების“ დაჯგუფების ხელმძღვანელი, დათო შენგელია და მისი მეგობრები თითქმის ყველაფერს აკონტროლებენ” – ეს კითხვა ,,ევროპული საქართველოს” წევრმა თენგიზ გუნავამ შინაგან საქმეთა მინისტრს დაუსვა.

“ზუგდიდს მაყურებელი ჰყავსო და ვინ უყურებს ამ ზუგდიდს” ? -კითხვაზე კითხვით უპასუხა გიორგი გვახარიამ. რაზეც გუნავამ უპასუხა, რომ ხვიჩა ცხაკაია იგულისხმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები მინისტრებს უსმენენ.

banner
წინა სტატიაშიპატრულის თანამშრომლები ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილებით ივლიან
შემდეგი სტატიაეკა ბესელია – უკვე შეგვიძლია, კარგად დავინახოთ ის ახალი რეალობა, რომელშიც ვართ