შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განცხადებას ავრცელებს

შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განცხადებას ავრცელებს

შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია განიხილავს მეტროპოლიტენის ელ. მატარებელთა მემანქანეებისა და მეტროპოლიტენში დასაქმებულთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“-ის მიმართვას მერიის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციაში და მიმართვის ავტორებს გონივრულ ვადაში აცნობებს კომპანიის პოზიციას თანამშრომელთა მოთხოვნებთან დაკავშირებით.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კომპანია ითვალისწინებს დასაქმებულთა პროფესიონალიზმს, მრავალწლიან თანამშრომლობასა და საკუთარი საქმის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობას და იმედს გამოთქვამს, რომ შრომითი ურთიერთობა გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში და არ შეფერხდება თბილისის მეტროს მუშაობა.

მეტროპოლიტენის მემანქნეებმა და სხვა თანამშრომლებმა რამდენიმე მოთხოვნით „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“-ს მიმართეს და გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

banner
წინა სტატიაშიმეცნიერებმა ზიკას ვირუსს და გიიენ-ბარეს სინდრომს შორის კავშირზე ისაუბრეს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის ქონება 400 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა