შპს-ში ‘’ბათუმის წყალი’’ კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნები იკვეთება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის მირდატ ქამადაძის განცხადებით შპს – ში ‘’ბათუმის წყალი’’ კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნები იკვეთება.

ბათუმის მერიის უწყებებში ყველაზე ჩაკეტილ უწყებად შპს “ბათუმის წყალი” გვევლინება.
უწყება, რომელიც უარს აცხადებს, საკრებულოს წევრებს საჯარო ინფორმაცია მიაწოდოს, კერძოდ საშტატო ნუსხა, თანამშრომელთა სახელობითი სია და ხარჯვის შესახებ ინფორმაცია.

ამ უწყებაში ნეპოტიზმი მეფობს. კომპანიის დირექტორს ფინანსურ მენეჯერად საკუთარი დისშვილი, ხოლო ტექნიკურ დირექტორად – ძმის შვილი ჰყავს.

საშტატო ნუსხა გაბერილი აქვს და სხვადასხვა თანამდებობებზე კი ნათესავები და ახლობლები ჰყავს დასაქმებული.

ინფორმაციის მიუწოდებლობა საკრებულოსთვის, რომელიც ფაქტობრივად ამ შპს-ის დამფუძნებელი აჩენს საფძვლიან ეჭვს, რომ კლანურ მმართველობასთან ერთად აქ გამეფებულია კორუფციაც.

შევახსენებთ, კომპანიის დირექტორს, რომ ეს უწყება მის კერძო საკუთრებას არ წარმოადგენს. მას უნდა ესმოდეს, რომ ესაა სახელმწიფო შპს და არა შპს ქოქოლაძე და კომპანია. ამიტომ ხელი აიღოს თვითნებურ გადაწყვეტილებებზე და შეასრულოს კანონის მოთხოვნა.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე არის ცილისმწამებელი კაცი, ჭორაობასა და ცილისწამებას ურჩევნია საქმე აკეთოს, რაშიც ის ხელფასს იღებს
შემდეგი სტატია„კობახიძეს ურჩევია, არითმეტიკით კი არა, დეპუტატებთან ურთიერთობით დაკავდეს“ – დავით ჭიჭინაძე