შპს “ელფი” ბაღებს აწვდიდა ყველს და კარაქს, რომელიც სავალდებულო პარამეტრებს არ აკმაყოფილებდა – თბილისის მერია

თბილისის მერიის აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს მიეცათ მითითება, შპს ელფის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მიმართონ შესაბამის ბანკს და საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა გამოითხოვონ – განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
საქმე ეხება შპს “ელფსა” და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევას, რომელიც ითვალისწინებდა კვებითი მომსახურების უზრუნველყოფას.

„როგორც დადგინდა, შპს “ელფი” ბაღებს აწვდიდა ყველს და კარაქს, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სავალდებულო პარამეტრებს არ აკმაყოფილებდა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხარისხოდ და არაჯეროვნად შესრულების გამო, კომპანიას არ დაუბრუნდება საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა, რაც ჯამური თანხის 3%-ს შეადგენს და ის მთლიანად ჩაირიცხება საბავშვო ბაგა-ბაღების საბანკო ანგარიშზე.
შიდა აუდისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მითითების შესაბამისად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ თანხას 27 თებერვლამდე გამოითხოვენ.
“შპს ელფი” მომსახურებას თბილისის 171 ბაგა-ბაღს 2017 წლის 18 სექტემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით უწევდა. ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, გამოთხოვილი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა ჯამში 409 ათას ლარს შეადგენს,“ – ნათქვამია მერის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვოლსკიმ საპარლამენტთაშორისო კავშირის მიერ ორგანიზებულ საპარლამენტო მოსმენაში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიაშსს : იანვრიდან დღემდე მოთხილამურე პატრულებმა 11 დაკარგული პირი იპოვეს