,,შოუ არ შედგა! საკრებულოში მერიის წარმომადგენლები არ გავგზავნეთ- ნარმანიას პასუხი საკრებულოს დეპუტატებს

თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს დეპუტატების კრიტიკას ეხმაურება. დედაქალაქის მერის თქმით, მოსამართლე ნაზღაიძის საქმეზე არაერთი განცხადება გაკეთდა და მოსამართლის ოჯახისთვის ერთი მილიონის გადარიცხვის გადაწყვეტილება იყო კანონიერი:

,,საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიოდ არის ცნობილი და არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილება არის კანონიერი და სწორი. ამიტომაც არ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად პოლიტიკური შოუს მოსაწყობად დედაქალაქის საკრებულოში ჩვენი წარმოამდგენლების გაგზავნა. შესაბამისად შოუ არ შედგა,“- განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქოში, სადაც სასულიერო პირები „ციანიდის საქმეზე“ მსჯელობენ, პრეზიდენტი მივიდა
შემდეგი სტატია“ენმ” საგარეო უწყებას სერგეი ლავროვის საპასუხო განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებს