შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის დრო გამოცხადდა

შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი მომავალი წლის შემოდგომით გაიმართება – The Financial Times-ი ბრიტანეთის მთავრობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს მინისტრთა კაბინეტი პირველი შოტლანდიელი მინისტრის, ნიკოლა სტერჟენისგან რეფერენდუმის შესახებ მოთხოვნას, არა უგვიანეს 2018 წლისა ელოდება, მაგრამ მთავრობა პროცესს მაქსიმალურად გაწელავს და პლებისციტს დაგეგმავს მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი ევროკავშირიდან გამოვა – გამოცემის წყარო იტყობინება.
“ეს გარდაუვალია და ვფიქრობ, ჩვენ შანსი არა გვაქვს ამას წინ აღვუდგეთ” – ამბობს ერთ-ერთი მინსიტრი, რომელმაც ანონიმურად არჩია დარჩენა – The Financial Times-ი წერს.

დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი შოტლანდიაში 2014 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. მაშინ პლებისციტის მონაწილეთა 55%-მა გაერთიანებულ სამეფოში დარჩენა არჩია.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: გაზის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს
შემდეგი სტატიალუკაშენკომ ჩინოვნიკებს დაავალა საკუთარი ნათესავები 1 აპრილამდე დაასაქმონ