შოტლანდიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. პლებისციტი 2018, ან 2019 წელს, მას შემდეგ გაიმართება, რაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა.
შეგახსენებთ: 2016 წლის ივნისში, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ინგლისმა და უელსმა მხარი ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს. შოტლანდიამ და ჩრდილოეთ ირლანდიამ კი – ევროკავშირში დარჩენას.