შოტლანდია ევროკავშირში დამოუკიდებლად გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებას იწყებს

შოტლანდიამ დამოუკიდებლობის საკითხზე მეორე რეფერენდუმისთვის მზადება დაიწყო. პარალელურად, ევროკავშირში დამოუკიდებლად გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებას იწყებს.

პირველი მინისტრის განცხადებით, შოტლანდიის ინტერესების დასაცავად ის ევროპულ სტრუქტურებთან და წევრ ქვეყნებთან სასწრაფო მოლაპარაკებებს გეგმავს.

შოტლანდიის მოსახლეობის უმრავლესობამ რეფერენდუმში ხმა გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ მისცა. ამასთან, რამდენიმე თვის წინ შოტლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმი გაერთიანებულ სამეფოს შემადგენლობაში დარჩენასთან დაკავშირებით ითვალისწინებდა იმ პირობას, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში, შოტლანდია გამოეყოფოდა გაერთიანებულ სამეფოს და ევროკავშირში დამოუკიდებლად გაწევრიანდებოდა.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძემ: “ქართული ოცნების” საარჩევნო სია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიამარტინ შულცმა თურქეთის ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის მიზეზად რეჯეპ ტაიპ ერდოღანის რეჟიმი დაასახელა